21 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის სამხრეთ კერალას შტატის სანაპირო ქალაქ ტანურთან ნავის ჩაძირვის შედეგად. შემთხვევის ადგილზე ათობით მაშველი მუშაობს და ექსკავატორის გამოყენებით ნავის ნაპირზე გამოყვანას ცდილობენ.
პოლიციის განცხადებით, ნავი,რომელშიც 40 მგზავრი იმყოფებოდა, გადაბრუნდა, რადგან ის გადატვირთული იყო. წყალქვეშ სამძებრო ოპერაციაში მყვინთავები არიან ჩართული.
ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. 10-მდე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.