პირველი მედალი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 

08 მაისი 2023, 10:19 518 ნახვა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარდალაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი იყო, მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს გაეჯიბრა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა.

სარდალაშვილი მთელი ბრძოლის განმავლობაში აქტიურობდა, მისი მეტოქე კი აშკარად დაიღალა და საბოლოოდ, ქართველმა სამი გაფრთხილებით დამსახურებულად მოიგო. 19 წლის ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ზამბიელ საიმონ ზულუს სამი გაფრთხილებით აჯობა.

მერვედფინალში გიორგიმ ავსტრიელი მარკუს ოიერი ბრწყინვალე სტილში, ულამაზესი იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი ესპანელ გარიგოსთან ქვეჭიდში იპონით დამარცხდა. შედეგად, გიორგი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ნურკანატ სერიკბაეივი გახლდათ, რომელსაც იპონით აჯობა. დღეს დოჰაში ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი