რუსთავის „ხარები“ რაგბიში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ავჭალის სტადიონზე გამართული დიდი 10-ის ფინალში რუსთაველები „ბათუმს“ დაუპირისპირდნენ, რომელიც ტიტულისთვის ზედიზედ მეოთხედ იბრძოდა. გადამწყვეტი დაპირისპირების პირველი ტაიმი „ხარებმა“ 17:15 მოიგეს.
ბოლო დროის ყველაზე დაძაბული დიდი ფინალის მეორე ნახევარში ორივე გუნდმა თითო-თითო ლელო დადო, მაგრამ „ხარებმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და 24:22 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს.