უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „რთული მოლაპარაკებების შედეგად” უკრაინული ტყვეობიდან მათ სამი პილოტი დაიბრუნეს.