რა ეტაპზეა ბათუმის 127-ე ბაღის მშენებლობა

04 მაისი 2023, 18:10 525 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე #127 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბაღის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. უკვე დასრულდა შიდა სივრცის წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრო სისტემების მოწყობა. ბაღი 270 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 540 ათას ლარს აღემატება. საერთო ჯამში წელს დაგეგმილია 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში