უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა. მათივე ცნობით, ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს 26 დრონიდან 21-ის ჩამოგდება. კიევში არ აკონკრეტებენ, სად ჩამოვარდა დანარჩენი ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა ჩრდილოეთის მიმართულებიდან და სამხრეთის მიმართულებიდან მოაწყვეს. დრონების ჩამოსაგდებად უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გამოიყენეს სარაკეტო-საზენიტო შეიარაღება, ავიაცია და მობილური საცეცხლე ჯგუფები.