საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უკან დახევას არ აპირებს. იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია ისევ არ დაუჭერს მხარს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, უმცირესობა გეგმავს, რომ საკონსტუტუციო სასამართლოს მიმართონ.
განმარტავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი გუნდი გააგრძელებს საკითხისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას.
''ქართული ოცნების'' დეპუტატებიც არ აპირებენ პოზიციის შეცვლას და ოპონენტებს რეგლამენტის არცოდნასა და მიზანმიმართულ საბოტაჟში ადანაშაულებენ.