ეს ქვეყანა და ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს - მამუკა მდინარაძე

03 მაისი 2023, 13:06 781 ნახვა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი  იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. 

იგი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ქართველ ხალხს, ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება და ამისი გამიჯვნა ძალიან დამაზიანებელია.

„ეს ქვეყანა და ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ეს დადასტურდა კრიტერიუმებით, რომლებიც თავად ევროკავშირმა გამოქვეყნა და დღევანდელი მოცემულობით, საქართველო სხვაზე მეტადაც კი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველა კრიტერიუმით დადასტურებული, ამას ვერავინ ვერ წაუვა, როგორც არ უნდა დაატრიალონ. ქართველი ხალხია, საქართველოა და ამ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ამის გამიჯვნა რუსული მეთოდებით ძალიან დამაზიანებელია, მათ შორის ვიოლასთვის და საქართველოში მისი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში