“ბოსტონი“ 115:119 „ფილადელფია“. ჯეიმს ჰარდენის 45 ქულა.

02 მაისი 2023, 19:57 626 ნახვა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია ბოსტონ სელტიკსის და ფილადელფიას მატჩით გაიხსნა. სიქსერსმა სელტიკსი 119-115 დაამარცხა. „თიდი გარდენში“ გამართული მატჩი ჯეიმს ჰარდენისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეხვედრის მიმდინარეობისას მატჩი თანაბარი 14-ჯერ იყო და ლიდერი 16-ჯერ შეიცვალა. ჯეიმს ჰარდენმა თავისი საპლეიოფო რეკორდი 45 ქულა გაიმეორა, 6 ასისტი ჰქონდა და 2 ჩაჭრაც მიითვალა. ბოლო 50 წლის განმავლობაში „ფილადელფიას“ მეორე კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფში 45 ქულა ჩააგდო. მატჩის დასრულებამდე 26 წამით ადრე, ჰარდენმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი გამოიყენა და შეხვედრაც ფილადელფიის სასარგებლოდ დასრულდა. ბოსტონის ლიდერს რაც შეეხება 39 ქულით გამორჩული ჯეისონ ტეიტუმი იყო, 11 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი