ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირე იზრდება

02 მაისი 2023, 18:04 2869 ნახვა

ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირე იზრდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ავიაკომპანიების - ფლაი დუბაისადა ფლაინეს-ის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.საკითხი აქტუალურია ამ დღეებში დუბაიში მიმდინარე ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეც, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვადასხვა ქართული ტურისტული კომპანია. ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში