თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

02 მაისი 2023, 16:36 541 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

მათი თქმით, საქმეში ახალი გარემოებებია, რაც ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა. 

„ვითხოვთ, საქმის გამოძიება თავიდან დაიწყოს, რომ ნათელი გახდეს, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იყო გამოძიება სპეციალურად ისეთი ფორმით წაყვანილი, რომ ყოფილიყო თვითმკვლელობის კვალიფიკაცია. შესაბამისად, ჩვენ უკვე ოფიციალურად ვითხოვთ, პროკურატურამ ხელმეორედ დაიწყოს გამოძიება, მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ყველაფერი გაკეთდეს და ჩატარდეს ისე, როგორც სამართლიან და ნორმალურ კანონიერ ქმედებას ახასიათებს. პირველი დღიდან საქმეში არსებული ყველა ქმედება და ის, რაც ჩვენ მიერ საგამოძიებო მოქმედებებისას იქნა მოპოვებული, არათუ ეჭვს ბადებს, პირდაპირ ადასტურებს თამარის მკვლელობას“, – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში  თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი