ბულგარეთში შოტოკან კარატეში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და სპორტსმენები სამშობლოში დაბრუნდნენ, საერთო ჯამში საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ 43 ოქრო მოიპოვა, რითიც ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა.
აქედან აჭარის კარატეს ფედერაციის ანგარიშზე 7 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია, პარა კარატეში ჯონი თოფურია მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. მოპოვებული 46 ოქროთი ჩემპიონატის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა.
რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, აქ პირველი ადგილის მფლობელი საქართველოა.