ჭარნალში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს

01 მაისი 2023, 19:59 645 ნახვა

ხელვაჩაურში,სოფელ ჭარნალში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ამბობენ, რომ დასახლებაში სადაც 80- ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ბოლო 4 წელია მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ გადაადგილდება, რის გამოც მათ პრობლემები ყოველდღიურად ექმნებათ, რადგან ცენტრალურ გზამდე 4 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. ტრანსპორტის დანიშვნისკენ მოუწოდებს მერიას ნაციონალური მოძრაობა. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ჭარნალში ტრანსპორტი მოძრაობს, მოსახლეობა უკმაყოფილოა განრიგით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ კუთხით გამოყოფილია თანხა, მუნიციპალიტეტი მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი