აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია-მსვლელობა დღესაც მოეწყო.
დედები მთავრობისგან სამკურნალო პრეპარატის შემოტანას 12 დღეა ითხოვენ.
მთავრობა მათ სთავაზობს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობის სრულ დაფინანსებას, მათ შორის საზღვარგარეთ და უშუალოდ სინდრომისთვის კი მართვის პროტოკოლის და გაიდლაინის დაჩქარებულ შექმნას, თუმცა დედები მანამდე აპირებენ პროტესტს სანამ კონკრეტული პრეპარატის შემოტანა არ გადაწყდება.