7 გამარჯვებულ სტარტაპერს 25-25 ათასი ლარი გადაეცა

29 აპრილი 2023, 10:50 697 ნახვა

7 გამარჯვებული სტარტაპერი გამოავლინა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ აჭარაში, რომლებსაც 25-25 ათასი ლარი გადაეცათ.  მათ შორის იყო მაგალითად ჯგუფი, რომლის იდეაა ინოვაციური  საბათქაშე ცემენტისა  და დანამატის შექმნა და მასშტაბური წარმოება, ასევე კომპანია, რომელიც  ორგანიზაციებს ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას სთავაზობს. დაჯილდოვების ღონისძიება ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა.   

საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება სააგენტომ  2 თვის წინ დაიწყო, ხოლო კონკურსანტების წინადადებები სპეციალისტებმა შეაფასეს.  

სტარტაპებმა გაიარეს გადამზადების კურსი, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო ბაზრის კვლევა და ბაზარზე გასვლის სტრატეგია, ასევე მასშტაბირება

სწორედ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება იყო თუ არა ბიზნეს იდეა ინოვაციური, დაპატენტებადი და  მასშტაბური. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი