პოლონელი მინისტრის შეხვედრა ოპოზიციასთან

28 აპრილი 2023, 20:01 707 ნახვა

ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს,  პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ზბიგნევ რაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა გააცილა.

მანამდე კი საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მისი მემორიალი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში