მილანის „ინტერი“ იტალიის თასის ფინალშია

27 აპრილი 2023, 20:08 617 ნახვა

იტალიის თასის პირველი ფინალისტი ცნობილია. მილანის ''ინტერმა'' მილანში დერბი დ'იტალია ფედერიკო დიმარკოს გოლით მოიგო.

მეტოქე დღეს ფიორენტინასა და ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს დუელში გაირკვევა. მე-15 წუთზე ბარელას ზუსტი პასით ფედერიკო დიმარკომ ისარგებლა და მატჩში ერთადერთი გოლი სწორედ ეს აღმოჩნდა.

ინტერის უპირატესობა მთელი მატჩი საგრძნობი იყო, თუმცა გოლი აღარ გასულა, ორი მატჩის ჯამში სიმონე ინძაგის გუნდმა ტურინული გუნდი 2:1 დაამარცხა და ფინალშიც გავიდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი