გიორგი შერმადინმა "ბილბაოსთან" გაიმარჯვა და MVP-ის ტიტული მოიპოვა

27 აპრილი 2023, 10:12 1025 ნახვა

გიორგი შერმადინის ლენოვო "ტენერიფემ“ „ლიგა ენდესას“ 28-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და მარტივად 83:60 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „ტენერიფეს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. შერმადინმა 18:42 წუთი ითამაშა რა დროშიც 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და შესაბამისად MVP-ის ტიტულიც დაისაკუთრა.

ლენოვო "ტენერიფე“ 21 მოგებითა და 8 წაგებით ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

შერმადინის "ტენერიფე" მომდევნო ტურში 29 აპრილს, „გრანადას“ ესტუმრება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი