უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 44 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის 2 სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები, რომლებსაც მტერი ტყვეობაში აწამებდა.
ერმაკი აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულებს შორის არის 2 მამაკაცი, რომელთა მეუღლეების ტყვეობიდან დაბრუნება მანამდე მოხერხდა.