ზურიკო დავითაშვილის გოლი „ბორდოს“ შემადგენლობაში

25 აპრილი 2023, 20:06 701 ნახვა

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილმა დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა - მისმა ბორდომ გრენობლი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მე-2 ადგილი დაიბრუნა.

22 წლის გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა, ის 57-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბორდოს მეორე გოლი გაიტანა.  ზურიკო მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო.

დავითაშვილმა კარისკენ სულ 5-ჯერ დაარტყა 2-ჯერ ზუსტად. 32 ტურის შემდეგ 59 ქულით ბორდო მეორე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ორი საუკეთესო გუნდი გადადის ლიგა 1-ში. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლე ავრი პირველ პოზიციაზე და 6 ქულით უსწრებს ბორდოს.

ბორდოს მთავარი კონკურენტი კი გიორგი მიქაუტაძის მეცია 58 ქულით. მიქაუტაძეს 19 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს, დავითაშვილს - 3 გოლი და 1 საგოლე პასი. 29 აპრილს ბორდო ვალანსიენს ესტუმრება, ხოლო მეცი პარიზს მასპინძლობს. ლიდერი ლე ავრი კაენს ესტუმრება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი