"ლიგა ენდესას" 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. გულშემატკივარს ქართველი კალათბურთელისთვის ხმის მიცემა როგორც Twitter-ის ასევე ინსტაგრამის საშუალებით შეეძლებათ #MVPMovistar და უნდა დაწეროს მოთამაშის სახელი და გვარი.
გიორგი შერმადინმა ამ ჯილდოს მოგება ერთხელ, 2020-21 წლების სეზონში უკვე მოახერხა და თუკი ამ დიდ წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწია, ლეგენდარულ კალათბურთელებს – არვიდას საბონისს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეიესსა და ნიკოლა მიროტიჩს გაუთანაბრდება. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ესპანეთში აღნიშნული ჯილდო 3-ჯერ აქვს მოპოვებული დერილ მიდლტონია.
ამ დროისთვის შერმადინს გულშემატკივართა გამოკითხვაში 1 886 ხმა აქვს 10.7% და პირველ ადგილზეა, მისი უახლოესი მდევრები კი დარიუს ტომპსონი ბასკონიიდან 10.2%ით და ეთან ჰაპი რიო ბრეოგანიდან 8.6%-ით არიან.