უეფა იუვენტუსს ევროტურნირებზე დისკვალიფიკაციით ემუქრება. გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი, შესაძლოა, მინიმუმ ერთი წლით ჩამოაშორონ ევროთასების გათამაშებას.
„იუვენტუსი“ ფინანსურ მაქინაციებსა და კაპიტალის ზრდის წესის დარღვევაში ამხილეს. ამის გამო კლუბს 15 ქულა დააკლეს სერია A-ში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დროებით დაუბრუნეს – საქმის საბოლოო განხილვამდე, ვარაუდობენ, რომ ქულებს ისევ დააკლებენ, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობით. იუვენტუსი სუპერლიგის პროექტის ინიციატორია და სასჯელის შანსს ზრდის.
წყაროს ცნობით, უეფა პარალელურად ამ საქმის საკუთარ გამოძიებას აწარმოებს. თუ იტალიის სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას ივნისამდე არ მიიღებს, უეფა თავად განსაზღვრავს „იუვენტუსის“ სასჯელს ევროთასებზე.უეფა ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება სუპერლიგის კიდევ ერთ მხარდამჭერ კლუბს, ბარსელონასაც.
ჯერჯერობით, ერთადერთი კლუბი სუპერლიგიდან, რომელსაც უეფა სანქციებით არ დამუქრებია, მადრიდის რეალია.