''ოცნების ქალაქის'' ერთ-ერთ უბანში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო საპროტესტო აქცია მოეწყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კონკრეტულად ერთ უბანში ორი თვის წინ დაიწვა საერთო მრიცხველი, ახალი მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ კი სამი ათასი ლარით მეტი იწერება მრიცხველში, რომელიც არ ემთხვევა ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების ჯამს.
აქციის მონაწილეები ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' პრობლემის მოგვარებას და თანხების გადახდის გადავადებას სთხოვენ.
''ენერგო პრო-ჯორჯიაში'' აცხადებენ, რომ ოცნების ქალაქში“ მრიცხველები გამართულად მუშაობს, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქსელი უსაფრთხოა და რაიმე სახის ნორმების დარღვევა არ ფიქსირდება.