უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში აჭარას 20- მდე ქვეყნის საერთაშორისო რეალტორი სტუმრობს. ისინი რეგიონის საინვესტიციო პროექტებს და პოტენციალს ეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების რეალტორთა ასოციაციის წევრმა ქართველ კოლეგებთან საგანმანათლბელო შეხვედრა გამართა.
დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების უძრავი ქონების აგენტთა ასოციაციის პრეზიდენტის კენი პარსელის ვიზიტიც და შეხვედრები პრემიერთან და მდგრადი განვითარების მინისტრთან.
უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული რეგიონში ''ექსპო ჯორგია''- სა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით იმართება. მიზანი საქართველოში საერთაშორისო ბაზრის ინტეგრირებაა.