თორნიკე შენგელიას 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 გადაცემა

24 აპრილი 2023, 20:02 636 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში სასარის უმასპინძლა და მარტივად 86:69 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ბოლონიელების გამარჯვებაში დიდ წვილი შეიტანა. თორნიკემ მოედანზე  გატარებულ 22 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.

ბოლონია“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 22 მოგებითა და 6 წაგებით  პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 30 აპრილს, „ტრევიზოს“ ესტუმრება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში