პარტია ''საქართველოსთვის'' ე.წ ''ქოლცენტრების საქმეზე'' საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

24 აპრილი 2023, 18:02 825 ნახვა

პარტია ''საქართველოსთვის'' ე.წ ქოლცენტრებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამასთან, პარტია გეგმავს მიმდინარე დღეებში საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინოს, რათა მმართველ პარტიას კენჭისყრის ჩაშლის შესაძლებლობა არ მისცენ.

კომისიის შექმნის იდეას იზიარებს ოპოზიციაც. მიაჩნიათ, რომ  სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.

''ქართული ოცნების'' დეპუტატები კი განმარტავენ, რომ ქოლცენტრებთან დაკავშირებული საკითხები ყურადღების მიღმა არც აქამდე დარჩენილა და ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცავი უწყებები ამ საკითხით არ დაინტერესებულან, სიმართლეს არ შეესაბამება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში