ერთ საათში ბათუმის საზაფხულო თეატრში საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. გალაკონცერტი კი ბათუმის საპატიო მოქალაქეს ცნობილ ტენორს ალექსანდრე ხომერიკს მიეძღვნება, რომელსაც წელს 75 წელი შეუსრულდებოდა.
ღონისძიებაში მომღერლისა და პედაგოგის ალექსანდრე ხომერიკის აღზრდილი სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საოპერო დასებიდან,ასევე კონცერტში მონაწილებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა და სიმფონიური ორკესტრი.
საღამოზე ნაჩვენებ იქნება მომღერლის შემოქმედების ამსახველი ვიდეოფილმი.