დაახლოებით, 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ დიაბეტიანი ბავშვების მკურნალობას, წელს ეს სერვისები კიდევ უფრო გავაფართოვეთ - პრემიერი

24 აპრილი 2023, 14:47 637 ნახვა

დაახლოებით, 30 მლნ ლარამდე თანხით ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. წელს ჩვენ ეს სერვისები კიდევ უფრო გავაფართოვეთ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მკურნალობის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველა საჭიროებას, ანალიზებსა და მკურნალობას, სრულად აფინანსებენ.

„დაახლოებით, 30 მლნ ლარამდე თანხით ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. წელს ჩვენ ეს სერვისები კიდევ უფრო გავაფართოვეთ. უფრო მეტიც, ყველა საჭიროებას, რაც მათ აქვთ, ანალიზებსა და მკურნალობას, ყველაფერს სრულად ვაფინანსებთ.

ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სერვისები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ამიტომ, მიუღებელია ის დეზინფორმაცია და კრიტიკა, რაც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი