მეწყრული კერიდან ერთ კილომეტრზე მცხოვრები 64 ოჯახი უსაფრთხო ადგილას განსახლებას ისევ ითხოვს. თხილვანის მოსახლეობასთან სამთავრობო კომისია აგრძელებს მოლაპარაკებას. მოსახლეობის ნაწილი კვლავ არ თანხმდება სახელმწიფო შეთავაზებას რომელიც 25 ათას ლარს, ხულოს სოციალურ სახლების გადაცემას და საკუთარი სახლების ადგილმონაცვლეობას გულისხმობს. ხულოს გამგებლის ინფორმაციით ოჯახების ნაწილი უკვე დარეგისტრირდა სხვადასხვა პროგრამაში. სოფელ თხილავანში მეწყერი ერთი თვის წინ გააქტიურდა , რამაც საფრთხე 64 ოჯახს შეუქმნა. სოფელში მცხოვრები რამოდენიმე ოჯახი ერთხელ უკვე გაასახლეს უსაფრთხო ადგილას, დაზარალებულებს შორის ის ეკომიგრანტებიც არიან ვინც უკან დაბრუნდა, როდის გააგრძელებენ დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას ცხოვრებას უცნობია.