რუსული სპორტისა და მათ შორის, კალათბურთის საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება. მას შემდეგ, რაც ფიბამ რუსეთის ნაკრებები 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს ჩამოაშორა, ცნობილი გახდა, რომ რუსები და ბელარუსები, მონაწილეობას ვერც ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ რაუნდში მიიღებენ.
მომავალი ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად ოთხ ქვეყანაშია დაგეგმილი. მასპინძელი ქალაქები ტამპერე, ლიმასოლი, კატოვიცე და რიგა არიან.