გილოცავთ რამადან–ბაირამს, დღესასწაულს რომელიც სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, თანადგომას უკავშირდება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.
"ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობით, ტრადიციებისა და რწმენის პატივისცემით, ვაძლიერებთ ერთმანეთს, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას!
გილოცავთ რამადან-ბაირამს, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ"- წერს თორნიკე რიჟვაძე.