კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის Imagine Dragons-ის

20 აპრილი 2023, 15:01 1155 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“

„The Killers“ / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“

„All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“

„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი