აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წაბლანაში, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
"წაბლანის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.
1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში განვითარებულმა სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დღეს, ჩვენი რეგიონისთვის უმძიმეს დღეს, პატივს მივაგებ და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს", - წერს თორნიკე რიჟვაძე.