ისტორიული შენობის დემონტაჟი

12 თებერვალი 2017, 00:00 3859 ნახვა

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის 24 ნომერში მდებარე შენობა ჯერ დაანგრიეს, შემდეგ კი დემონტაჟი შეაჩერეს. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით მფლობელ კომპანიას არ ჰქონდა შენობის დანგრევის ნებართვა. შესაბამისად სამშენებლო კომპანია “დარ ბილდინგი” მერიის ინფორმაციით 3000 ლარით დააჯარიმეს. გარდა ამისა, მათ არც მშენებლობის ნებართვისთვის მიუმართავთ ჯერ მერიისთვის. კომპანიას 7 სართულიანი მრავალფუნქციური სახლის სარეკლამო რგოლი კი უკვე მომზადებული აქვს. 

შეგახსენებთ - შენობაზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ 2014 წელს ორჯერ განიხილა. ჯერ გადაწყდა რომ შენობა იმსახურებდა ძეგლის სტატუსს, მოგვიანებით კი საბჭომ გაითვალისწინა შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათ მცოდნის მიერ მომზადებული რეკომენდაცია, სადაც ეწერა რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ ჰქონდა - აღნიშნულის შესახებ წერია ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა  “ბათუმელებმა” სააგენტოს ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ანთიძესთან 2015 წლის იანვარში ჩაწერა. ჩვენ თემას მთავარში 9-ზე დავუბრუნდებით.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი