ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება გრძელდება, პარტიის წევრები ახალ არჩევნებზეც ალაპარაკდნენ - არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი არჩევნები ვიხილოთ. როგორც დოლიძე განმარტავს, ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები ცრუ აღმოჩნდა, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ პარტიის ამომრჩევლის მხრიდან, მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს.