გამთენიისას, ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა სულ მცირე - 12, მათგან - რამდენიმე ბავშვი.
აფეთქება ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.