უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ ბახმუტთან აღდგომის დღესასწაული ფრონტის წინა ხაზზე აღნიშნეს საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე მყოფმა სამხედროებმა, რომლებიც საჰაერო სივრცეში სადაზვერვო და კამიკაძე თვითმფრინავების , ასევე სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილებას აკონტროლებენ.
ბახმუტში უკრაინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა შაბათს თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში არ ახსენა განადგურებული ქალაქი და გაიმეორა კიევის სურვილი, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ნატოს ალიანსს. მანამდე კი უკრაინას უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები დასჭირდება - აღნიშნა ზელენსკიმ, თუმცა დეტალები არ დაუსახელებია.