დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში შეიკრიბნენ. დიპლომატები უკრაინის ომზე, ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობაზე იმსჯელებენ.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ძალის გამოყენებით შეიცვალოს სტატუს კვო ტაივანის შემთხვევაში, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას. მსოფლიოს დიდი შვიდეული მტკიცედ უჭერს მხარს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“ - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის გახსნისას.
ჩინეთი, სავარაუდოდ, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსიების მთავარი თემა იქნება დიდი შვიდეულის ლიდერთა სამიტის წინ, რომელსაც იაპონიის პრემიერ- მინისტრი მომავალ თვეში ჰიროშიმაში უმასპინძლებს.