ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა ატაცში ოქროს, აკვრაში ბრინჯაოს და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
55 კგ. წონით კატეგორიაში რამინმა ატაცში 109/111/113 კილოგრამს გაართვა თავი და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა და მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა ჩემპიონ ბულგარელ ანგელ რუსევს.
დღესვე 61 კგ. წონით კატეგორიაში თბილისის დროით 20:00 შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე იასპარეზებენ.