შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და სთხოვს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.
„მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება„ -აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში.