უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

14 აპრილი 2023, 10:10 574 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და მარინკასათვის გრძელდება.

"ბახმუტის მიმართულებით, მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქისთვის. გარდა ამისა, რუსებმა წარუმატებლად შეუტიეს ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს მიდამოებს.

„ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა არმიამ სცადა შეტევა სევერნის მიმართულებით, ამავდროულად დაბომბა მიმდებარე დასახლებები. მარინკას მიმართულებით, უკრაინელ დამცველებს მტრის უამრავი თავდასხმის მოგერიება მოუწიათ“, - აცხადებენ გენშტაბში.

გარდა აღნიშნულისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს. არის მსხვერპლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი