რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა - გარკვეული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას - კელი დეგნანი

13 აპრილი 2023, 13:27 569 ნახვა

რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

5 აპრილს აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი