დეოლიგარქიზაციის ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა

12 აპრილი 2023, 14:10 827 ნახვა

დეოლიგარქიზაციის შესახებ  ორი კანონპროექტი. საკითხს  დღეს პარლამენტში იურიდიული კომისია განიხილავს.

ასახულია თუ არა მმართველი გუნდის  მიერ  მომზადებულ პროექტში ვენეციის კომისიის შესწორებები, ეს დღეს მას შედეგ გახდება ცნობილი, რაც  სხდომაზე  კომიტეტის თავმჯდომარე  კანონპროექტის  წარადგენს. მანამდე კი  ნაციონალურმა მოძრაობამ ალტერნატიული პროექტი წარადგინა ოლიგარქიული მმართველობის შესახებ. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პროექტის თანახმად ოლიგარქის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს ზეგავლენა სახელმწიფო თანამდებობის პირებზე,  მმართველობაზე, მედიაზე.  

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს და ვენეციის კომისიისგან მიღებული რეკომენდაციებით საკანონმდებლო ორგანო კარგ პროექტს შეიმუშავებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი