გრძელდება შეხვედრები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღმასრულებელი საბჭოს წევრები განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მსჯელობა იმ კრიტერიუმების შესახებ მიმდინარეობს, რომელთა მიხედვითაც გადაცემების გადარჩევა უნდა მოხდეს. დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე ამბობს, რომ რეიტინგთან ერთად კიდევ რა კრიტერიუმზე მოხდება შეჯერება სამეურვეო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. ბორდის წევრების განმარტებით კი ისინი ზოგადად, რეორგანიზაციის გეგმის თავისებურებებზე მსჯელობენ. რაც შეეხება მესამე სექტორის პოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმა აუცილებელია, თუმცა საზოგადოებრივ - პოლიტიკური გადაცემებისა და შოუების გარეშე მაუწყებლობა დაუშვებელია.