ათი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა პერუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მგზავრებით სავსე ავტობუსი ავტომგისტრალიდან ხევში გადავარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორსართულიან ავტობუსში 80-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველთა და მედიკოსთა ბრიგადები მუშაობენ. მათ დაღუპულთა ცხედრები გამოჰყავთ დეფორმირებული ავტობუსიდან. 25 დაშავებულიდან 12 საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.