უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

07 აპრილი 2023, 10:06 549 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 40-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს,“ - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალები შტურმს განაგრძობენ და ქალაქზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობენ.  რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. ასევე აღნიშნავენ, რომ  გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 18 საავიაციო და 5 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 53-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი