სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის მასობრივი სპორტის რეგიონული ფედერაციის ეგიდით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლეში გაიმართა ტურნირი 4 სახეობაში: სწრაფ ჭადრაკში, ბადმინტონში, მძლეოსნობაში და მინი ხელბურთში.ტურნირში მონაწილეობდნენ აჭარის ნაკრების გუნდის წევრები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.