შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწეული პროგრესი.