„გუდასტვირის ტრადიცია ევროპაში“- ამ სახელწოდების პროექტს დღეს ქედის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. რომლის ფარგლებშიც გუდასტვირით შემსრულებლები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ. ქედის კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გუდასტვირით შემსრულებლებმა, როგორც საქართველოს ფარგლებს შიგნით, ასევე ხელოვანებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორისაა: ლატვია, ხორვატია, იტალია, ესპანეთი და სლოვაკეთი. პროექტის ფარგლებში წარსდგნენ ქედელი მეჭიბონეები და ჭიბონის დამზადების ოსტატები. ღონისძიების მიზანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, გუდასტვირის დამზადებისა და მასზე დაკვრის ტრადიციის დაცვა, შენახვა და პოპულარიზაციაა