თქვენ ხართ სახელმწიფოსა და ერის სამაგალითო ლიდერი - ამ სიტყვებით პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და პოლონეთის უმაღლესი ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი გადასცა.
უკრაინის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის მთავარი ამოცანა თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის მიღებაა.
პოლონეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის მიხედვით. ვარშავა მზად არის გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა, რათა უკრაინამ დაიწყოს კონტრშეტევა - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატში.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და მისმა მეუღლემ ვარშავაში პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალურად მიიღეს. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ.